პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს ქალი ევროპის ჩემპიონი ჰყავს

28 ივნისი 2024, 17:54 298 ნახვა

სერბეთში, ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 17 წლამდელთა შორის მირანდა კაპანაძემ ოთხიდან ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ჭიდაობის დიდ ისტორიაში, ჯერჯერობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქალთა ეროვნული ან ასაკობრივი ნაკრების წევრი ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი გახდა.

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე ჩეხი ლანა პეზიჩი 8:0, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა 8:6 და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა 8:0 დაამარცხა, საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოისთან 6:3 გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში