უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე სამ გუნდურ სტატისტიკურ კომპონენტში ლიდერობს.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 55 ვარდნით პირველია. ასევე ყველას აღემატება დაბრუნებული ბურთების - 134 მაჩვენებლით და მეკარის მიერ მოგერიებული ბურთებით – 20.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბომბარდირთა დავას სამი გატანილი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გიორგი მიქაუტაძე ლიდერობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, 10 ათასი ბილეთი კი 32 წუთში დღესვე გაიყიდა.