სლოვაკეთში, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ ნოვე-ზამკის მახლობლად, დედაქალაქ ბრატისლავადან დაახლოებით 80 კილომეტრში, მოხდა.
შეჯახების დროს მატარებელში 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავტობუსში კი - 9.
მატარებელი პრაღიდან ბუდაპეშტამდე, ბრატისლავის გავლით, მიემგზავრებოდა.