დღეს პრემიერი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს

28 ივნისი 2024, 10:06 174 ნახვა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით  წარდგება. დოკუმენტი გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს. საუბარია ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე და ნათქვამია, რომ საქართველომ ვალდებულებების ნახევარი უკვე შეასრულა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა 2024 წლის გაფართოების ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისიას სექტემბერში მიაწოდებს. დოკუმენტი ეხმაურება რეგიონში არსებულ ვითარებასაც და საუბარია ჩინეთთან ურთიერთობებზეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში