"დინამო ბათუმი" 5 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა

27 ივნისი 2024, 19:51 3720 ნახვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო" ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპამდე 5 ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. ბათუმელებმა გუნდის ახალწვეულები "აჭარაბეთ არენაზე" წარადგინეს. "დინამოს" რიგებს შემტევი ნახევარმცველები რევაზ ინჯგია, დიტო ფაჩულია ჯალენ ბლესა ბუბაქარ ტამბედოგაბია და ცენტრალური მცველი აჰჰმედ სოილიჰი შეუერთდნენ.

შეგახსნებთ, რომ შავიზღვისპირელების მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" იქნება. აქვე გეტყვით, რომ ხვალ "დინამო" ბათუმი "აჭარაბეთ არენაზე" საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი