აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

27 ივნისი 2024, 14:05 340 ნახვა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება და პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. 

მხარეებმა ისაუბრეს პარტნიორული ურთიერთობების სამომავლო განვითარების მნიშვნელობაზე, შავი ზღვის სადენზე, შუა დერეფანზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ პროექტებთან ერთად განიხილეს რეგიონში და მსოფლიოში არსებული ვითარება.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა მეზობელ ქვეყანასთან პარტნიორული, სამეზობლო, საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი