პარლამენტის დღევანდელი სხდომა ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით დაიწყო

27 ივნისი 2024, 12:38 293 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურებით, საქართველოს დროშებითა და ყელსახვევებით მივიდნენ.

პარლამენტის პლენარული სხდომა, ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნად, სიმღერის „გაიღიმე“ (ზღაპრის ბოლო კეთილია) და აპლოდისმენტების ფონზე გაიხსნა.

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი