არ აქვს მნიშვნელობა, პორტუგალიის ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ - ხვიჩა კვარაცხელია

25 ივნისი 2024, 17:29 5304 ნახვა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. წინა თამაშებზე კი ვიტყვი, რომ მეტს ვიმსახურებდით.

რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.

რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო.

პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.

წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა. შესაძლოა, მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი