მამარდაშვილი მანუელ ნოიერის ღირსეული მემკვიდრე იქნება - ლოთარ მათეუსი

24 ივნისი 2024, 10:15 958 ნახვა

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

მათეუსმა აღნიშნა, რომ გიორგი მანუელ ნოიერის ღირსეული მემკვიდრე იქნება და „ბაიერნმა“ ის უნდა იყიდოს.

„არ მესმის, რატომ არ ყიდულობს „ბაიერნი“ ისეთ კარგ ფეხბურთელებს, რომლებსაც შეუძლიათ ტიტული მოგაგებინოს. 35 მილიონი ღირს? 110 მილიონი გადაიხადეს კეინში. „ვალენსიაში“ იციან მისი ფასი და ჩეხეთთან მატჩში დავინახეთ, რომ მას შეუძლია გახდეს მანუელ ნოიერის ღირსეული მემკვიდრე. კარგია, რომ მის ვარიანტს ისევ განიხილავენ, რადგან როცა ნოიერი გუნდიდან წავა, ის იქნება „ბაიერნის“ მომავალი მეკარე“, - განაცხადა მათეუსმა, რომელიც ჰამბურგში საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო.

ევრო 2024-ზე ორი ტურის შემდეგ გიორგი მამარდაშვილს ყველაზე მეტი 15 მოგერიება აქვს. ქართველმა მეკარემ მატჩის საუკეთესო მეკარის პრიზიც მიიღო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი