რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

23 ივნისი 2024, 11:24 281 ნახვა

რუსეთის მიერ, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. მათგან სამი ბავშვია. დაღუპულიასამი ადამიანი. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დარტყმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2400-ზე მეტი მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, აქედან დაახლოებით 700 – ხარკოვზე იერიშისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი