ევროპის ჩემპიონატი 2024

22 ივნისი 2024, 12:58 439 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ლაიფციგმა უმასპინძლა. საფრანგეთისა და ნიდერლანდების ნაკრებების მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ D ჯგუფს 4 ქულით ნიდერლანდების ნაკრები ლიდერობს, 4 ქულა აქვს საფრანგეთსაც და ის მეტოქეს ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება.

ბოლო ტურში ფრანგები პოლონეთს შეხვდებიან, ხოლო ნიდერლანდები ავსტრიას დაუპირისპირდება. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა ბერლინში გაიმართა, რომელშიც ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა და ტურნირზე პირველი 3 ქულა მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს უკრაინისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, უკრაინელებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს, ორი გოლი გაიტანეს და ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს – 2:1. საქართველოსა და ჩეხეთის გარდა ევრო 2024-ზე დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. თურქეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება, ბელგია კი რუმინეთს ეთამაშება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი