ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია - ანტონიო გუტერეში

22 ივნისი 2024, 12:41 308 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და თავიდან უნდა იქნას აცილებული, – ამის შესახებ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეშის თქმით, რეგიონის და მსოფლიოს სახელმწიფოები თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ ლიბანი კიდევ ერთი ღაზა გახდეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ბავშვები, ჟურნალისტები და სამედიცინო მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე და იძულებით გადაადგილებულმა თემებმა უნდა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება. მსოფლიომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ დაუყოვნებელი დეესკალაცია არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენი მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესაბამისად. გაერო-ს სამშვიდობოები, როგორც წესი, ადგილზე არიან და მუშაობენ დაძაბულობის დეესკალაციისთვის უკიდურესად რთულ გარემოში“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი