საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ჩეხეთს დაუპირისპირდება

22 ივნისი 2024, 11:56 303 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეორე მატჩი ევროპის ჩემპიონატზე და ისტორიაში პირველი შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან.იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა, საქართველო თურქეთთან 1:3 და ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2, ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დამარცხებული პლეი ოფში გასვლის შანსს საგრძნობლად შეიმცირებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს, თუმცა თურქეთის ნაკრებთან მატჩში გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისევე როგორც „ნაპოლის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მონტენეგროს ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს კვლავ ვერ ახერხებს.

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი