საქართველოს ნაკრების სამზადისი ჩეხეთთან მატჩისთვის 

21 ივნისი 2024, 11:04 239 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. დღეს ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. 

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე მატჩის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში