ამერიკელმა კონგრესმენებმა ტიბეტის სულიერი ლიდერი მოინახულეს

19 ივნისი 2024, 14:37 349 ნახვა

ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიული ჯგუფი, რესპუბლიკელი წარმომადგენლის მაიკლ მაკკოლის ხელმძღვანელობით, ინდოეთში  ტიბეტის სულიერ ლიდერს დალაი ლამას  შეხვდა. 

  კონგრესმენებმა  განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ჩინეთის ჩარევას მისი მემკვიდრის არჩევისას, რასაც   პეკინის პროტესტი მოჰყვება, რომელიც მას სეპარატისტად მიიჩნევს. 

ვაშინგტონი  ასევე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პეკინზე 2010 წლიდან ტიბეტის ლიდერებთან შეჩერებული მოლაპარაკებების განახლების მიზნით, რათა მოგვარდეს ტიბეტის საკითხი. პეკინმა, რომელიც დალაი ლამას საშიშ სეპარატისტს უწოდებს, განაცხადა, რომ სერიოზულად შეშფოთებულია ამერიკელი კონგრესმენების   ვიზიტის გამო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში