საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა

19 ივნისი 2024, 12:05 477 ნახვა

საქართველოს ნაკრები მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა. 

მეტოქემ თავიდანვე მოიპოვა ტერიტორიული უპირატესობა და 25-ე   წუთზე ანგარიშიც გახსნა, რასაც მალევე უპასუხა მიქაუტაძემ და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქართული გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

ვითარება არც მატჩის მეორე ნახევარში შეცვლილა, მოედანზე თურქები დომინირებდნენ, რაც ორ გატანილ გოლში აისახა. საბოლოოდ ჩვენი გუნდი დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსები ისევ გვაქვს. ამავე ჯგუფში პორტუგალიამ ჩეხეთს 2:1 მოუგო.

სწორედ ჩეხეთთან გამართავს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე შეხვედრას, რომელიც ფრანკფურტში   22 ივნისს გაიმართება.  მარცხის მიუხედავად,  ამაყები ვართ!, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თურქეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ქართველმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს, თუმცა შემდეგ მატჩებში მთავარ   მწვრთნელს მეტი მოლოდინი აქვს.

ღირსეულად შეაფასა საქართველოს ნაკრები თურქეთის მთავარმა მწვრთნელმაც. ვინჩენცო მონტელას თქმით საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია და  დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი