სულ უფრო ცოტა დრო რჩება საქართველოსთვის ისტორიულ მატჩამდე. პარალელურად მატულობს ვნებათაღელვა საქართველოშიც და დორტმუნდშიც, სადაც დღევანდელ თამაშს 10 ათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება.
ეროვნული ნაკრები ისტორიის ახალი ფურცლის დაწერას შეეცდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველ ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.