როსტოვის ოლქში ნავთობპროდუქტების რეზერვუარზე დონებით თავდასხმა მოხდა

18 ივნისი 2024, 09:04 308 ნახვა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში დრონებით თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ნავთობის რეზერვუარი დაიწვა, აცხადებენ ოფიციალური პირები.

„წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - წერს ვასილი გოლუბევი, უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის გუბერნატორი ტელეგრამ-არხზე.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძარი 5 ათას კუბურ მეტრზე გავრცელდა და ცეცხლს რამდენიმე ათეული მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ებრძოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში