ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ მატჩს დღეს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს

18 ივნისი 2024, 10:11 582 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მატჩს ითამაშებს. პირველი ტურის შეხვედრაში საქართველო თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში “სიგნალ იდუნა პარკზე'' თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

უეფას გადაწყვეტილებით, ამ შეხვედრაზე არგენტინელ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. მთავარი არბიტრი კი 42 წელის ფაკუნდო ტელიო იქნება.

ჩვენი გუნდი ისტორიის მანძილზე თურქეთს 5-ჯერ შეხვდა, საიდანაც გამარჯვება ერთხელ მოვახერხეთ, 3-ჯერ წავაგეთ და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. თუმცა ამ ნაკრებებს შორის ბოლო მატჩი 12 წლის წინ გაიმართა.

ბათუმელ გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა “ბათუმი არენასა” და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე შეეძლებათ.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში