ლიტვის მიერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობას შეეხო საუბარი ლიტვაში საქართველოს დელეგაციის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას. ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საქართველოს პრეზიდენტი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო სადილზე შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე, ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.