აჭარის ჩემპიონატი კლდეზე ცოცვაში

15 ივნისი 2024, 11:46 697 ნახვა

აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის ინიციატივით გონიოში კლდეზე ცოცვაში აჭარის ჩემპიონატი გაიმართა, შეჯიბრება ორ დისციპლინაში, - სწრაფ და რთულ ცოცვაში ჩატარდა.

ვაჟთა შორის გამარჯვებული შოთა ბოლქვაძე გახდა, რომელმაც 15-მეტრიან კლდეზე ასვლა 22,66 წამში მოახერხა, ქალთა შორის კი ჩემპიონი გახდა თამუნა გორგილაძე, რომელმაც აღნიშნული დისტანცია 30,75 წამში დაფარა.

აჭარის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, პირველი ოთხეული მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც მოგვიანებით ყაზბეგში ან სვანეთში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი