ბათუმელ გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩის ნახვა დიდი ეკრანზე შეეძლება

14 ივნისი 2024, 15:23 438 ნახვა

14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ბათუმელ გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატის ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა “ბათუმი არენასა” და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოს ნაკრების მატჩების დღეს გათამაშებები და სხვადასხვა აქტივობები გაიმართება.


 ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი კი ასეთია:

18 ივნისი 20:00 საათი - საქართველო : თურქეთი (დორტმუნდი).


22 ივნისი 17:00 საათი - საქართველო : ჩეხეთი (ჰამბურგი ).


26 ივნისი 23:00 საათი - საქართველო : პორტუგალია (გელზენკირხენი).

ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში