სომხეთის დედაქალაქ ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე 60 ადამიანი დააკავეს. აქციის მიმდინარეობისას ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა სომხეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კითხვებს პასუხობდა.
სამართალდამცველებმა სცადეს, დემონსტრანტები პარლამენტის ღობიდან მოეშორებინათ და ამ მიზნით ხმოვან-მანათობელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.