ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

30 მარტი 2017, 00:00 2146 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა დაგმეს დღეს ვილნიუსში. „ანექსია აგრესიულ ფორმებს იღებს,“ – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. დალია გრიბაუსკაიტემ დღეს გიორგი მარგველაშვილს უმასპინძლა.  უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის დედაქალაქს დევნილებთან და ეთნიკურად აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად ესტუმრა. ლიტვის პირველმა პირმა ქართველ კოლეგას პირობა მისცა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხსაც დააყენებს. მან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი