სეტყვამ თელავის რამდენიმე სოფელი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, სეტყვა იყო სოფელ იყალთოში, რუისპირსა და ვარდისუბანში.
ამ ეტაპზე, უცნობია, ზარალის ოდენობა, თუმცა ფერმერები ვარაუდობენ, რომ 15-წუთიანმა სეტყვამ ძირითადად მრავალწლიანი და ერთწლიანი ნარგავები და ვენახების ნაწილი დააზიანა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ვითარებას ეცნობიან.