თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები (VURAN) მიიღო. ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, VURAN-ის ტიპის ჯავშანმანქანები აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.