ზელენსკი გერმანიაში სამხედრო ბაზას ეწვია

12 ივნისი 2024, 14:20 216 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, ქალაქ ზანიცში ეწვია უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც  „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებას სწავლობენ.

ზელენსკიმ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან ერთად პეტრიოტის საზენიტო ბატარეის სარაკეტო დანადგარი დაათვალიერა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინაში გაიგზავნება.

აპრილის შუა რიცხვებში, მას შემდეგ რაც რუსეთმა გააძლიერა სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის  გადაეცა დამატებით კიდევ ერთი პეტრიოტის სისტემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი