ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა. 2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ბეტონის საფარი და დამონტაჟდა გარეგანათება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის მილიონ 704 ათასი ლარი დაიხარჯა.
პარალელურად დაიწყო შალვა ნუცუბიძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც იგეგმება სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების მოწყობა, და ბეტონის საფარის დაგება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნუცუბიძის ქუჩის ჩიხებსა და შესახვევებს. პროექტი ნოემბერში დასრულდება. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ გაავრცელა.
სინქ