უკრაინაში ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

12 ივნისი 2024, 10:21 361 ნახვა

უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 30 რაკეტიდან და დრონიდან 29-ის განადგურება მოახერხა. 

რუსულმა ძალებმა კიევზე შეტევისთვის ფრთოსანი რაკეტები, უპილოტო საფრენი აპარატები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

სამიზნეების გასანადგურებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, ხარკოვის და ვინიცის ოლქებში.

თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დნეპროპეტროვსკის რეგიონზე თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 წლის ბავშვი, დაზიანდა სახლები.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დე ლეიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო - შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი