ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, გერმანიაში გალა-მიღებას დაესწრო

12 ივნისი 2024, 10:10 378 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციის წევრებთან ერთად, გალა-მიღებას დაესწრო, რომელიც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის  სახელით, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.

მთავრობის მეთაური, უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უძღვებოდნენ.

ირაკლი კობახიძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი