სამუშაო შეხვედრა ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით

11 ივნისი 2024, 17:57 272 ნახვა

ზაფხულის ტურისტული სეზონის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა.  განიხილეს ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კოორდინირებული მუშაობით, ტურიზმის სფეროში არსებული დადებითი დინამიკის შენარჩუნება, რათა აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ლოკაცია. დაიგეგმა მნიშვნელოვანი აქტივობები მაღალმთიან აჭარაში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში