რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში მიემგზავრება

10 ივნისი 2024, 14:04 338 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს კვირებში  ჩრდილოეთ კორეას და ვიეტნამს ეწვევა - დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს რუსული მედია. რუსეთის ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ფხენიანში  პრეზიდენტის ვიზიტის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს.

ვედომოსტის თქმით, პუტინმა და კიმმა შესაძლოა  რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან მუშახელის ჩაყვანაზე იმსჯელონ, რადგან უკრაინის ომის გამო რუსეთი მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის.

რუსეთის  ასობით ათასი მოქალაქე ან წავიდა ომში საბრძოლველად ან მობილიზაციას უცხოეთში გაექცა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი