საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.
პოდგორიცაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე კიტეიშვილმა გახსნა.
33-ე წუთზე კი კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმი საქართველომ 2-0 მოიგო.
66-ე წუთზე იოვეტიჩმა სხვაობა შეამცირა. მატჩის მიწურულს კი 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 3-1 ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები ხვალ უკვე გერმანიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში გააგრძელებს.