ბათუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები დაიწყო. პირველ საჯარო ლექციას, თვითშეფასებასა და თვითმოტივაციიის შესახებ დღეს ტრენერი პაატა პაპავა ატარებს.
ტრენინგები 23 და 29 ივნისს გაგრძელდება. საჯარო ლექციებზე დასწრება მსურველებისთვის უფასოა.
წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 300-ზე მეტ სექტორის წარმომადგენელს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარები.
საგაზაფხულო ტრენინგებისას გადამზადება მიმტანებმა, ბარისტებმა, დასუფთავების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა გაიარეს.