წითელი ხაზი გადაკვეთეს - ავსტრიის თავდაცვის მინისტრი რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმებზე

09 ივნისი 2024, 14:49 432 ნახვა

ავსტრიის თავდაცვის მინისტრი, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით თავდასხმებისთვის უფლების მიცემას, წითელი ხაზის გადაკვეთას უწოდებს.

„წითელი ხაზი გადაკვეთეს, ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, რომ ნატო არ გაგზავნის ჯარებს უკრაინაში“, - განაცხადა კლაუდია ტანერმა.

რამდენიმე ქვეყანამ, უკრაინას მათ მიერ მიწოდებული იარაღის, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცა. უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის, უკვე, გამოიყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი