ბათუმში დღეს ველოსიპედების მარში იმართება. საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები მარშს მთელი ქალაქის მასშტაბით მართავენ.
აქციის მონაწილეები ამ ფორმით კვლავ გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება.