მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშს რესტავრირებული მე-12 საუკუნის ხელნაწერი - ქურაშის ოთხთავი დაუბრუნდა.
ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნულ არქივში 18 თვის განმავლობაში უტარდებოდა რესტავრაცია. ეს ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ტექსტის რესტავრაციის მეორე შემთხვევაა.
ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი XII-XIII საუკუნეების პალიმფსესტური ხელნაწერია, რომელშიც შესულია ოთხთავის გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია მცირედი განსხვავებით და ახლავს ანდერძ-მინაწერები.