ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

06 ივნისი 2024, 13:50 356 ნახვა

ჩინეთი არასოდეს ჩაერევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში - ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გააკეთა, რაც პალაუს პრეზიდენტმა წლის ბოლოს ქვეყნის ეროვნულ არჩევნებში ჩინეთის ჩარევა არ გამორიცხა.

„იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ეგრეთ წოდებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ტაივანის რეგიონთან, უნდა აირჩიონ ისტორიის სწორი მხარე და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად შეესაბამება მათ ფუნდამენტურ და გრძელვადიან ინტერესებს“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

პალაუ ერთ-ერთია იმ 12 ქვეყნიდან, რომელიც ჯერ კიდევ აღიარებს ტაივანს და პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ  პალაუს მიერ ტაივანის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარება, ჩინეთის მხრიდან მტრულ ქმედებად აღიქმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში