“ნაციონალური მოძრაობის” განცხადება

29 მარტი 2017, 00:00 2200 ნახვა
00:00
00:00

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის თავმჯდომარეს და მერიას მიმართავს, ახალ ბულვარში ქვიშის სტადიონები მოაწესრიგონ. საკრებულოს წევრის განმარტებით, სპორტულ მოედნებზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, რაც ნოდარ დუმბაძის თქმით, ქალაქის იმიჯზე უარყოფითად აისახება. მერიაში საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დადგინდება რა თანხა იქნება საჭირო სტადიონების რეაბილიტაციისთვის. კეთილმოწყობის სამსახურში  განმარტავენ, რომ სტადიონების მოვლა-პატრონობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიღების გამო  გაჭიანურდა.  თენგიზ კორძაძის განცხადებით, დავა ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი სტადიონია განთავსებული, კერძო პირთან მიმდინარეობდა. მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში