ამერიკული ფარას ქართულენოვანი თარგმანი პლენარულ სესიაზე დღეს განსახილველად პირველი მოსმენით გადის. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ზუსტი ასლია.
ინიციატორების ავტორები ირწმუნებიან, რომ ამერიკული კანონის ზუსტად გადმოკოპირებით დასრულდება ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება.