აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე კვირაში საფრანგეთში, მომავალ კვირას კი იტალიაში შეხვდება, - ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაიდენი და ზელენსკი უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და მხარდაჭერის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. ზელენსკი ბაიდნს იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებშიც შეხვდება“, - აღნიშნა სალივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ეწვევიან. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეის სასახლეში მიიღებს.