ინდოეთის საპარალმენტო არჩევნებში პრემიერის ალიანსმა გაიმარჯვა

05 ივნისი 2024, 14:30 301 ნახვა

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში  პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ალიანსმა გაიმარჯვა. „ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსს“ ამომრჩევლების ხმათა 38%-ით 543 -ადგილიან პარლამენტში 280 მანდატი აქვს.

73 წლის ნარენდრა მოდი ქვეყანას მესამე ვადით უხელმძღვანელებს. „ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსის“ ლიდერის მოლოდინები 400 ადგილის მოპოვების თაობაზე არ გამართლდა.

ინდოეთში საყოველთაო არჩევნები 19 აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 70% შეადგინა. საკუთარი არჩევანი 968 მილიონმა ადამიანმა დააფიქსირა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი