საქართველოს ეროვნულო ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევრო გახდა.
transfermarkt-ის მონაცემებით აქამდე მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი 9 მილიონ ევროს შეადგენდა და ახლა 6 მილიონით გაიზარდა.
გიორგი მიქაუტაძემ “მეცის” მაისურით 2023/24 წლების სეზონი 22 მატჩით, 14 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა.
ქართველი თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ “მეციმ” 13 მილიონად “აიაქსიდან” გამოისყიდა, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, გიორგი კლუბს მაინც დატოვებს.
23 წლის თავდამსხმელის შეძენით “მონაკო” , “ლიონი” და “გალათასარაია” დაინტერესებული.