წიგნის პრეზენტაცია. ბათუმის მწერალთა სახლში აკადემიკოსის რაულ მამალაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში სულ 161 ლექსია გაერთიანებული. პრეზენტაციას რაულ მამალაძის მეგობრები, მეცნიერები და აკადემიკოსები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ წიგნის ავტორმა ,, ქართული ენისა და ანბანის შესახებ’’ ისაუბრა.