მექსიკაში პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევას ზეიმობენ

03 ივნისი 2024, 14:01 214 ნახვა

მექსიკის არჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის მხარდაჭერები დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყნის  საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატის გამარჯვება იზეიმეს.  ბევრი  შეინბაუმის არჩევნებზე ტრიუმფს ქვეყანაში   ქალთა და სხვა უმცირესობათა ჯგუფების გამარჯვებად მიიჩნევს.  

კლიმატოლოგმა და მეხიკოს ყოფილმა მერმა შეინბაუმმა  ხმების 60 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც  ამომრჩეველთა მხარდაჭერის  ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია მექსიკის დემოკრატიულ ისტორიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში