ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი და სასმელი წყლის კრიზისი მოჰყვა

03 ივნისი 2024, 14:03 345 ნახვა

ინდოეთის დედაქალაქი ანომალურ სიცხესთან ერთად სასმელი წყლის კრიზისსაც ებრძვის. მოსახლეობა წყლის ავზებიან მანქანებს საათობით ელოდება. ძლიერი სიცხის გამო წყალზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მიწოდება შემცირდა.  მდინარე იამუნა, რომელიც ქალაქის წყალმომარაგების მთავარი წყაროა  გაშრა.  ქვეყანაში ანომალური სიცხის შედეგად სითბური ინსულტის  25 ათასი შემთხვევა დაფიქსიდა.

სტიქიამ ქვეყნის მასშტაბით მარტიდან მაისამდე უკვე   56 ადამიანი იმსხვერპლა.  მაისი განსაკუთრებით მძიმე  თვე იყო რეგიონისთვის, რადგან ტემპერატურა დედაქალაქ დელისა და ახლომდებარე რაჯასტანის შტატში ცესლიუსით  50 გრადუს  აღწევდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი