„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ – თბილისში რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართა. შემოსულ თანხას ორგანიზატორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ჯარიმების გადასახადისთვის გამოიყენებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ჯამში 250 ათასი ლარი შეგროვდა. აქცია-კონცერტი საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
სცენა სხვადასხვა შემსრულებელს დაეთმო. ამასთან, აქცია-კონცერტის დაწყებამდე “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით ორბელიანის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე მსვლელობა მოეწყო.