ავსტრიაში საქართველოს ნაკრების შეკრებას კიდევ ექვსი მოთამაშე შეუერთდა. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ნაკრებს გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ანზორი მექვაბიშვილი დაემატნენ.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.
ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებშიც შეუერთდებიან. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს პოდგორიცაში „ჯვაროსნები“ ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.