ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

01 ივნისი 2024, 15:08 298 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებისა და მათი მომხრეების მისამართით განხორციელებულ ბულინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აგონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად ფაშისტურ და ბოლშევიკურ მოქმედებებზე გადავიდა. მაჭავარიანის თქმით, ყველა მათი ქმედება, მათ რეალურ სახეს წარმოაჩენს და კიდევ ერთხელ ახდენს მათ ლუსტრაციას.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, ოპოზიცია ახლაც ზუსტად ისე ღალატობს ქართველ ხალხს, როგორც ამას წარსულში აკეთებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში