უკრაინა თუ შეუერთდება ნატო-ს, თუნდაც ტერიტორიის ნაწილის გარეშე, ამ შემთხვევაშიც ეს იქნება გამარჯვება, რადგან მოექცევა ალიანსის ქოლგის ქვეშ - კაია კალასი

01 ივნისი 2024, 11:40 337 ნახვა

რუსეთის გამარჯვებისთვის სათადარიგო გეგმა არ გვაქვს, – ამის შესახებ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ესტონეთს არ აქვს სათადარიგო გეგმა უკრაინის დამარცხებისთვის, რადგანაც მაშინ, ძირითად გეგმაზე ფოკუსირება შეწყდება.

„ჩვენ არ გვაქვს სათადარიგო გეგმა რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, რადგანაც ასეთი გეგმა რომ გვქონდეს, მაშინ შევწყვეტდით კონცენტრირებას ძირითად გეგმაზე, რაც გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის შეჭრის უკუგდებისთვის“, – განაცხადა კაია კალასმა.

ესტონეთის პრემიერის განცხადებით, დასავლეთი პესიმიზმს არ უნდა მიეცეს. მისივე განმარტებით, უკრაინაში გამარჯვება მხოლოდ ტერიტორიას არ ეხება.

„უკრაინა თუ შეუერთდება ნატო-ს, თუნდაც ტერიტორიის ნაწილის გარეშე, ამ შემთხვევაშიც ეს იქნება გამარჯვება, რადგანაც უკრაინა მოექცევა ნატო-ს ქოლგის ქვეშ“, – განაცხადა კაია კალასმა.

როგორც ესტონეთის პრემიერი-მინისტრმა აღნიშნა, „რუსეთი ცდილობს შიში დათესოს დასავლეთის საზოგადოებებში“.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროკავშირის სხვადასხვა ნაწილში. ასეთი მუქარები მიმართულია ფსიქოლოგიური და ემოციური დაძაბულობის შექმნისკენ, რაც ხდება ყველაზე დაუცველი, ჩვენი ბავშვების უსაფრთხოების, მიზანში ამოღების გზით“, – განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, ევროპა უნდა მოემზადოს ომისთვის, რაც, მისივე განცხადებით, ასეთი სცენარით, მოვლენების განვითარების საუკეთესო პრევენციაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი